Friday, July 20, 2012

დავით გარეჯის ისტორია და მნიშვნელობა




1. პროექტის სახელი: დავით გარეჯის ისტორია და მნიშვნელობა
2. პროექტის მოკლე აღწერა: სამონასტრო კომპლექსის დავით გარეჯის მდებარეობის, ისტორიის და მნიშვნელობის განსაზღვრა-შესწავლა.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ სამონასტრო კომპლექსის შესახებ ინფორმაციას, დაგეგმავენ იქ გამგზავრების მარშრუტს და მოახდენენ მის ადგილზე შესწავლას. გამოიკვლევენ მის ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებას. გადაიღებენ ფოტოებს, ვიდეო მასალას. შეადგენენ რუკას, დიაგრამებს, ცხრილებს. შეადგენენ ბიუჯეტს ტრანსპორტის, კვების. ჩაატარებენ გამოკითხვას იქ მოღვაწე მამებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.

4. მონაწილეთა ასაკი: 7-12_ე კლასები.
5. ვადები: 7 კვირა.
6. პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება. დისკუსიის გამართვა, კითხვარის შედგენა.მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის ანალიზი (პრეზენტაცია slide show).

7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და ღირშესანიშნავ ადგილს დავით გარეჯს. ისწავლიან ინფორმაციის დახარისხებას და კომპიუტერულად დამუშავებას. ინტერვიუს აღებას. რუკების,ცხრილების , დიაგრამების და ბიუჯეტის შედგენას.განუვითარდებათ კომუნიკაციის, ორიენტაციის, ჯგუფში, წყვილში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარჩვევები. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, გაეცნობიან ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.

8.სარგებელი სხვებისათვის: ამ პროექტის საშუალებით, მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას, ფართო საზოგადოებას: დავით გარეჯის შესახებ. გააცნობენ მოგზაურობის მარშრუტს, გაუღრმავდებათ მისდამი სიყვარულის და პატივისცემის გრძნობა.

9. სამუშაო ენა: ქართულ-აზერბაიჯანული.
10. საგნებთან კავშირი: ისტორია-გაიღმავებენ ცოდნას,ისწავლიან ისტორიული ძეგლის აღწერას, გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების უნარი, შეადგენენ რუკებს, დიაგრამებს და ცხრილებს. გეოგრაფია-გაეცნობიან ადგილობრივ კლიმატურ პირობებს, შეისწავლიან მის ბუნებას.მათემატიკა-გამოითვლიან მანძილს და ფართობს, გაზომავენ სიმაღლეს. ისწავლიან მაშტაბით მანძილის დადგენას რუკაზე. ბიუჯეტის გაკეთების დროს ისწავლიან არითმეტიკას. ლიტერატურა-შემოქმედი მოსწავლეები წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს: დაწერენ ლექსებს, ესეებს და გააკეთებენ ჩანახატებს. შეისწავლიან სამონასტრო კომპლექსში ძველ დამწერლობას.ხელოვნება-გადაიღებენ ფოტოებს და ვიდეო მასალას, გააკეთებენ ფოტო-ალბომს. დახატავენ, გამოიკვლევენ ძეგლის არქიტექტურას და შეისწავლიან ფრესკებს.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: პროექტში მონაწილეობენ კიდევ ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები.
12. პროექტის ავტორი სახელი: გიორგი ვარდიაშვილი.
13. პროექტის ავტორის ელ. ფოსტა: giorgimascavlebeli@gmail.com

14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: